საქართველოს რკინიგზის ცნობით, 8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
„8 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, ყოველ შაბათს, კვირას და ორშაბათს
თბილისი – ბათუმი გასვლა: 00:30 ჩასვლა: 06:05
ბათუმი – თბილისი გასვლა: 00:45 ჩასვლა: 06:02
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.