Wednesday, February 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა – რა ინფორმაცია ვრცელდება?

March 7, 2025
დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა – რა ინფორმაცია ვრცელდება?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა. მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ხუთშაბათს პირადად მოიწვია თავისი კაბინეტი და განუცხადა, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებლები თავიანთ დეპარტამენტებზე და არა ილონ მასკი. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა ადმინისტრაციას განუცხადა რომ ილონ მასკს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები დეპარტამენტებისთვის, თუმცა არ აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები პერსონალისა და პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა შექმნა ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ასევე, DOGE-ის ქმედებებს სასამართლოში სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.

“პრეზიდენტის გზავნილი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს მასკის მანდატის შესამცირებლად. ტრამპის ახალი მითითებების თანახმად, DOGE-მა და მისმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ საკონსულტაციო როლი – მაგრამ კაბინეტის მდივნებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები პერსონალის, პოლიტიკისა და განხორციელების ტემპის შესახებ,” – წერს Politico.

აღნიშნულ შეხვედრას მასკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ტრამპის დირექტივას ეთანხმებოდა. დამსწრე პირის თქმით, მასკმა აღიარა, რომ DOGE-მა გარკვეული შეცდომები დაუშვა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მთავრობაში კარგი ადამიანების შენარჩუნება სურს და არა ქმედუნარიანი ფედერალური მუშაკების მასობრივი განდევნა. ტრამპმა პირობა დადო, რომ მსგავსი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, ტრამპის მითითებების შემდეგ, დააბრუნებენ თუ არა გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურებში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  • მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის
  • მძიმე ავარია გურჯაანი-ბაკურციხის ცენტრალურ გზაზე – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge