„ლეიბორისტების“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„აღარ გვყავს ქალბატონი ნანული ბუაძე,ერთგული თანამებრძოლი, ჩვენი იდეალების განუყოფელი ნაწილი. პარტიის დამფუძნებელი,მთავარი ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი. მთელ ბრძოლებში რაც ამ წლებში გადაგვიტანია, იგი, აღსავსე იყო რწმენით, რომ მოესწრებოდა გამარჯვებულ, წელში გამართულ საქართველოს. მინდა ვირწმუნო, რომ მისი ნატვრა აუცილებლად აღსრულდება. ნათელი დაგადგეს ძვირფასო და შეუცვლელო მეგობარო❤“, – წერს ის.