გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე ივანიშვილის გუნდში კომენტარი კეთდება – გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “ბიზნესპარტნიორს” უსინდისოდ მოექცა და ქვეყნიდან გაიქცა”.
“ვირთხები და ზაზუნები ბევრნი არიან, მთხრელებს რა გამოლევს ბაჩიაშვილის მხარეს, მაგრამ ხვრელს თხრის ზოგადად ვირთხა და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ვირთხის გზით გაიპარა, ისევე როგორც მოიქცა, მაგრამ ყოველშემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, თუმცა, რაც ამ ეტაპზე ვიცით, ფულადი რესურსი წაიღო, ბიზნესში გამოიყენა და შემდეგ, ბიზნესპარტნიორს მოექცა უსინდისოდ და ამის გამო გათხარა ხვრელი და ამ ხვრელში ზოგიერთი ვირთხის მეშვეობით გაიქცა”, – განაცხადა ვოლსკიმ.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც” გამოიყენა.
ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.
პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართება.
ასევე ცოტა ხნის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კრიპტოვალუტის საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა, ბიზნესმენს კი სასამართლოზე დისტანცირუად ჩართვის უფლება არ მისცა.
ასევე ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ბაჩიაშვილს “მტკვარი ჰესის” საქმეზე, სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.
წყარო