გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორის დაგორების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანდა 3 ავტომობილიც – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
