Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში სუს-ის შენობასთან ქოლცენტრი არსებობდა – რა სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

March 5, 2025
თბილისში სუს-ის შენობასთან ქოლცენტრი არსებობდა – რა სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?

ვინ მფარველობს ე.წ. „ქოლ- ცენტრების იმპერიას“, რომელმაც წლების განმავლობაში (2022-2025 წლებში) ევოპელი და კანადელი პენსიონერების 35 მილიონი დოლარი თაღლითური გზით მიითვისა?

გამოძიებაზე უშაობდნენ: OCCRP, ფლანგვის დეტექტორი, სტუდია მონიტორი, აი, ფაქტი. საკითხზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ქოლცენტრს მართავს კომპანია A.K. Group, რომლის მთავარი ოფისიც თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე სუს-ის შენობიდან 500 მეტრში მდებარეობს. მათ დამატებითი ოფისი აქვთ ასევე შარტავას ქუჩაზეც.

A.K. Group-ის მფლობელი 36 წლი მერი შოთაძეა. საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრის – აკაკი ქევხიშვილის ვინაობა დაადგინეს და მასალები პროკუტურასაც გადასცეს. ირკვევა, რომ თუ აქამდე 33 წლის ქევხიშვილი არაფერს ფლობდა, ბოლო პერიოდში მისი დედის სახელზე უკვე 2 მლნ-ზე მეტი ქონებაა გაფორმებული.

ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულები ძირითადად 30 წლამდე ადამიანები არიან, რომლებიც გამოგონილ სახელებს იყენებენ.

“აი ფაქტის” მკვლევარი ია ასათიანი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ქოცენტრებს მფარველი ჰყავს.

“ქოლცენტრები არის ძალიან ღია ადგილებში. ისინი არიან სუსის შენობის, თბილისის მერიის გვერდით და იქიდან ახერხებდნენ ევროპელი, ამერიკელი, კანადელი პენსიონეტრების დანაზოგის მოპარვას. ამას აკეთდბენენ წლების განმავლობაში და ძალიან უცნაურია, როგორ არავინ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ. ეს ადამიანები მინიმუმ 35 მლნ დოლარის მოპარვაზე არიან პასუხისმგებელნი. რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვი, რომ ეს ქოლცენტრი არ არის მხოლოდ ერთი ინდივიდუალური ქოლცენტრი, რომელიც აკაკი ქევხიშვილმა გადაწყვიტა, რომ გაემართა და აემუშავებინა, რადგან ამ ქოლცენტრს სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, ცოდნა, როგორ აამუშავო, როგორ იმუშავო მასზე, სჭირდება კონკრეტული დანადგარები. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მის უკან ვიღაც იქნება. ჩვენ პროკურატურას მივმართეთ 15 თებერვალს, გავუგზავნეთ ეს ინფორმაციები, გავაგზავნეთ კითხვები. თავად „ეიქეი ჯგუფი“ მინიმუმ, 3 წელია ოპერირებს. როგორ შეუძლიათ, ამ კომპანიებს იმუშაონ, ფული მოიპარონ და ამის შესახებ არ ჰქონდეთ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს,” – ამბობს „აი ფაქტის“ მკვლევარი ია ასათიანი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, A.K. Group ფარულად მოქმედებს, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში, თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს.

უცნობია, მხოლოდ მერი შოთაძე და აკაკი ქევხიშვილი იღებენ სარგებელს A.K. Group-ისგან, თუ მათ უკან კიდევ სხვები დგანან. არცერთ მათგანს წერილობით მიმართვაზე პასუხი არ გაუცია.

თაღლითური ქოლცენტრების შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებელ ჟურნალისტებს უთხრა:

„საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას.“

წყარო: “ტვ პირველი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!“ – 112 განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • ახალი რეგულაცია, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge