პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლას ეხმაურება:
“გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟეს.
ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა ( კრიპტოკოდების გამოძალვა).
ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.
რა გადაწყვეტიკებაც უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.
ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდა საქართველოს გარედან.
ქოცებში კი ტრაურია. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან”