Sunday, December 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ აღინიშნება 3 მარტს დედის დღე და რა კავშირი აქვს ამ თარიღთან ზვიად გამსახურდიას

March 3, 2025
რატომ აღინიშნება 3 მარტს დედის დღე და რა კავშირი აქვს ამ თარიღთან ზვიად გამსახურდიას

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

აღნიშნული დღის დაწესებასთან დაკავშირებით, არსებობს ორი ვერსია.

ერთის მიხედვით, ეს დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით დაარსდა.

ახალმა დღესასწაულმა მაშინ ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც როგორც საბჭოთა დღესასწაული, გაუქმდა, თუმცა წლების შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, მის თანახმად, დედის დღე 1993 წლის 3 მარტს დააწესა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ფორმირებულმა პარლამენტმა.

„ბევრი ფიქრობს, რომ 3 მარტს “დედის დღის” აღნიშვნა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ დააწესა, თუმცა ეს მართალი არ არის. ისიც მსმენია, თითქოს ზვიადმა 3 მარტი შეარჩია დედამისის – მირანდა ფალავანდიშვილის დაბადების დღეს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება და უფრო იმ მიზნით გავრცელებული მითი იყო, რომ ზვიადი დიქტატორად წარმოეჩინათ, რომელსაც შეეძლო საკუთარი დედის დაბადების დღე ეროვნული დონის დღესასწაულად და უქმე დღედ გამოეცხადებინა.

სინმადვილეში “დედის დღე” 1993 წლის 3 მარტს დააწესა სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ფორმირებულმა პარლამენტმა. საკითხი ინიცირებული იყო რუსუდან ბერიძის (პარლამენტის სპიკერის მოადგილე, მერაბ კოსტავას ყოფილი მეუღლე) მიერ.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს დაწესებული დღესასწაულები და უქმე დღეები ასახულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 22 ნოემბრის დადგენილებაში. ესენია:

26 მაისი – საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე;

აღდგომა იესო ქრისტესი (თარიღი გარდამავალია);

ნათლისღება – 19 იანვარი (ძველი სტილით 6 იანვარი)

მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული) – 14 ოქტომბერი (ძველი სტილით 1 ოქტომბერი);

მარიამობა (მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა) – 28 აგვისტო (ძველი სტილით 15 აგვისტო);

გიორგობა – 23 ნოემბერი (ძველი სტილით 10 ნოემბერი);

შობა იესო ქრისტესი – 7 იანვარი (ძველი სტილით 25 დეკემბერი);

ახალი წლის პირველი დღე (1 იანვარი);

მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, თარიღი გარდამავალია)“, – წერს ისტორიკოსი გიორგი არქანია სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
  • “დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს
  • ინფორმაცია მძღოლებს – რა ვითარებაა ამ დროისთვის გზებზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge