“მეტრონომის” ჟურნალისტი, რომელიც მიმდინარე აქციას უწყვეტ რეჟიმში აშუქებს, 5 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც ირაკლი რობაქიძის პოსტიდან ირკვევა, მას 22 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან.
“დიდუბის სამმართველოდან დამირეკეს, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული თქვენზე, 22 თებერვალს გზას კეტავდითო. ჯარიმა 5 000 ლარი”- წერს ირაკლი რობაქიძე.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ის დაკისრებულ ჯარიმას გაასაჩივრებს.