უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ „ბრესტს“ დაუპირისპირდა.
ხვიჩამ მატში ბრწყინვალედ ჩაატარა. მან 39-ე წუთზე გოლი გაიტანა, 86-ეზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
Sofascore-ის მიხედვით, ქართველის შეფასება გუშინდელ თამაშში 9,3 იყო.
კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ქართველი თავდამსხმელის შესახებ ისაუბრა.
„ [კვარაცხელია] ტოპ-ფეხბურთელია, ის არის ფეხბურთელი , რომელიც ჩვენ უკეთეს გვხდის, ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ასეთი ფეხბურთელის დამატება დიდი მიღწევაა, მას ჯერ კიდევ დრო უნდა , რომ თანაგუნდელებს შეეჩვიოს“ – თქვა ენრიკემ.