Wednesday, September 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას აცხადებენ შსს-ში “ტვ პირველის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის შესახებ?

February 19, 2025
რას აცხადებენ შსს-ში “ტვ პირველის” ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის შესახებ?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტვ პირ­ვე­ლის” ახა­ლი ამ­ბე­ბის ოპე­რა­ტო­რი, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით.

რო­გორც შსს-ში განაცხადეს, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია 173-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას.
“ტვ პირ­ვე­ლის“ იუ­რის­ტის თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი ამ­ბე­ბის ოპე­რა­ტორს, ლაშა ჯი­ოშ­ვილს და­კა­ვე­ბი­სას არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო, მარ­ცხე­ნა ხელ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვა აქვს.

რო­გორც მან ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ოქ­მში და­ა­ფიქ­სი­რა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ლა­შას მი­სა­მარ­თით იყო მუ­ქა­რა.

“ზა­ჰე­სის იზო­ლა­ტორ­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი. ხალ­ხმა, ხმა­ურ­მა, მე­დი­ამ, სწრაფ­მა რე­ა­გი­რე­ბამ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, რომ ის არ არის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი! უფ­ლე­ბე­ბი არ გა­აც­ნეს. სამ­მარ­თვე­ლო­ში მიყ­ვა­ნამ­დე არ იცო­და რა­ტომ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვის მიერ. არ და­ა­რე­კი­ნეს ად­ვო­კატ­თან ან/და ოჯახ­თან. მოს­თხო­ვეს ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­ა­ფიქ­სი­რა ოქ­მში, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ ლა­შას მი­სა­მარ­თით იყო მუ­ქა­რა. და­კა­ვე­ბი­სას არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო მარ­ცხე­ნა ხელ­ზე აქვს სის­ხლჩაქ­ცე­ვა.

პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო მუ­ხი­ა­ნის სამ­მარ­თვე­ლო­ში და ჩვენ მიერ არა­ერ­თი ზა­რის მი­უ­ხე­და­ვად გვა­ტყუ­ებ­დნენ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ლა­შას ეს­მო­და ჩვე­ნი ზა­რე­ბი“, – წერს იუ­რის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამას­თან, ის ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს ავ­რცე­ლებს.
“მე­გობ­რე­ბო, პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა, შე­დე­გი მიღ­წე­უ­ლია: “ბა­ტო­ნი“ თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე შე­ვა­წუ­ხეთ. ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას….მალე შევ­ხვდე­ბით“, – ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ტვ პირ­ვე­ლის” ახა­ლი ამ­ბე­ბის ოპე­რა­ტო­რი, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით და­ა­კა­ვეს. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია 173-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას.

უფრო ადრე, “ტვ პირ­ვე­ლის” ოპე­რა­ტო­რის ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნო­დარ მე­ლა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი “სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს”, მა­შინ, რო­დე­საც აქ­ცი­ი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ფე­ის­ბუქ­ზე” გავ­რცელ­და კად­რე­ბიც, სა­დაც ჩანს, რო­გორ სვამს რამ­დე­ნი­მე პირი ერთ ადა­მი­ანს მან­ქა­ნა­ში და ის­მის ხმა: “ოპე­რა­ტო­რი ვარ, ლაშა ჯი­ოშ­ვი­ლი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ამწეს წყლის მილი ჩაუვარდა და კაცი მოიყოლა“ – ტრაგედიის დეტალები
  • სამეგრელოში ტრაგედიის შედეგად მამაკაცი დაიღუპა – დეტალები
  • შსს განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge