Wednesday, September 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

February 18, 2025
ზაზა ოქუაშვილი „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი აღნიშნულ მედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ საქართველოში მწვავე ვითარებაა და მეორე მხრივ, მე სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის დავკავდე საპასუხო განცხადებებით.

„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ.

„მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ შემოთავაზება: რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი. ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ. ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს „მთავარ არხზე“ მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი და
საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა. არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და „მთავარი არხის“ წესდების სრული დარღვევით თვითნებურად იქნა გაჩერებული „მთავრი არხის“ მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის – ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების – სამსჯელო გახდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თაღლითურად დაეუფლა 1 321 400 ლარის ფართებს” – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • მდინარე ტეხურაში ახალგაზრდა დაიხრჩო
  • თბილისის შემოსასვლელთან საავტომობილო მოძრაობა აღდგა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge