ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. დაკარგული ბიჭის დედა ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში ახალ მიმართვას ავრცელებს:
“ჩემი სიამაყე ხარ, დეე!!! შენ შეძელი ის, რასაც ვერც კი წარმოიდგენდი, ახლა დაბრუნდი და შევასრულოთ შენით დაწყებული, ჩვენი საერთო მისია.
მესამყაროებით შენ და შენი ძმები, ჩემი 3 ცალი პირადი ბედნიერება…!”- წერს ნათია დიაკვნიშვილი.
შეგახსენებთ,რომ ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა და მას დღემდე ეძებენ.