დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ამ სანქციას გავუმკლავდეთ”- განაცხადა ლადო აფხაავამ სასამართლო პროცესზე.
“ჩემთან ცხოვრობენ ბიჭები, ძალადობა გამოვლილი ბავშვები, ვცდილობ რომ პროფესია მოვუძებნო, ვუმკურნალო.
2024 წლის მაისში, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე მივდიოდი, ჩემთან ერთად იყო ჩემი ბიჭიც, ლევანი და თავს დაგვესხნენ. გამილახეს ძლივს გადარჩენილი ბიჭი, რომელზეც მე ჩემი არასოდეს არ მითქვია, არასოდეს. ძალიან ბევრი წარმატება ყოფილა ჩემს თავს, მაგრამ არასოდეს არ მითქვია რომ მე დედაჩემის და მამაჩემის სიყვარულის დროს შეძენილი და გაკეთებული სახლი გავყიდე სხვისი შვილისთვის და ვუმკურნალე.
ის დღეს ჩემთან ცხოვრობს, საოცარ მესიჯებს წერს და მინდა გითხრათ, რომ მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. მე არ ვცხოვრობ ისე, როგორც ლადო აფხაზავას უნდოდა ცხოვრება. მე ვცხოვრობ ამ ბავშვებისთვის.
[…]
პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. არასოდეს, დამიჯერეთ, თავი არასოდეს დამიცვია მაგრამ დღეს იძულებული ვარ დავიცვა.
მე მცირე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაქვს შესაძლებლობა, რომ სამ სკოლაში ვიმუშაო. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ.
აქედან გამომდინარე გთხოვთ, გაითვალისწინოთ ვინც არ ვართ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ამ სანქციას გავუმკლავდეთ, მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და მე ძალიან გთხოვთ, რომ არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, მთელი სადღაც 100 მასწავლებელი ჩავრთო. – მიმართა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს.
ცოტა ხნის წინ, მოსამართლის სახლთან გამართული მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები, მათ შორის, ნინო ქათამაძე, გელა მთივლიშვილი, მაია ცირამუა და ლადო აფხაზავა, 5 000 ლარით დააჯარიმა.