„პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველი ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა.
პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის 1/16 ფინალის პირველ მატჩს „ბრესტთან“ 11 თებერვალს, თბილისის დროით 21:45 საათზე, გამართავს.
დიდი ალბათობით, ქართველ ვარსკვლავს მოედანზე ვიხილავთ.
შეგახსენებთ, ხვიჩამ „პსჟ“-ის ჩემპიონთა ლიგის გასული ორი თამაშში მონაწილეობის მიღება რეგისტრაციის არქონის გამო ვერ შეძლო.