Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბინას 1077 ოჯახი მიიღებს…”- ირაკლი კობახიძემ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა

February 8, 2025
“ბინას 1077 ოჯახი მიიღებს…”- ირაკლი კობახიძემ ახალი გადაწყვეტილება გამოაცხადა

„ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლითაც თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებთ.

ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი და სხვა ობიექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ თვალსაზრისითაც არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაში, მადლობა პროექტის ავტორებსა და არქიტექტორებს, რომელთა პროფესიონალიზმი აისახა ამ პროექტის წარმატებაში, ასევე, მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს – ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებით განხორციელდება. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს, აღნიშნული პროექტით 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლითაც 1077 ოჯახი ბინას მიიღებს“.

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება „ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განგაშის უმაღლესი დონე კუნძულ ბალიზე – ვულკანის ამოფრქვევის გამო, გაუქმებულია ავიარეისები
  • ავარია ფოთი-ჭალადიდის გზაზე – არიან დაშავებულები
  • “მედიებისთვის ვაზიარებ…”- ნინო ლომჯარია რაჟდენ კუპრაშვილს უპირისპირდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge