საქართველოს ძიძების ასოციაცია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ორგანიზაცია საზოგადოებას ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ოჯახის დახმარებას სთხოვს.
„გემახსოვრებათ, ზუგდიდში ორი ბავშვის ხანძრით დაღუპვის ტრაგედია.
გვინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე ოჯახის მდგომარეობა კრიზისულია და საჭიროებს საზოგადოების ყურადღებას, რამდენიმე კრიტიკული პირობის გამო:
1. დედას, ქრისტინე ბიაძეს გაუარესებული ჯანმრთელობა ნიშნავს ორი მცირეწლოვანი ბავშვის შიმშილს. ქრისტინე მუშაობს ყოველდღიურ სამუშაოზე ოჯახებში. ალაგებს სახლებს და ეზოებს, კრეფს თხილს, ასრულებს სხვა მსგავს სამუშაოს. ამ ტიპის შრომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფიზიკური ჯანმრთელობა, რაც მას არ აქვს. რამდენიმე კვირაა, ფეხის სახსრის მწვავე ტკივილის გამო ქრისტინე ლოგინადაა ჩავარდნილი და ვერ ახერხებს ყოველდღიურ სამუშაოზე გასვლას, რაც ნიშნავს რომ მას არ აქვს არანაირი შემოსავალი.
2. ქრისტინეს და ბავშვებს შეჩერებული აქვთ სოციალური შემწეობა სახელმწიფოს ქულების დადგენილი წესის მიხედვით. სახლის დაწვის გამო, ოჯახმა მისამართი იძულებით შეიცვალა და გადავიდა ქობულეთში. ამ პირობის გამო, მათ შეუჩერდათ დახმარება. ვითხოვთ სოციალური მუშაკების ჩართულობას. როგორ შეიძლება ოჯახს დახმარება აღვუდგინოთ?
3. ქრისტინე მუნიციპალიტეტისგანაც არ იღებს არანაირ დახმარებას. ერთადერთი, რაშიც მას ქობულეთის მერია დაეხმარა, ბავშვების სასაფლაოს მოწყობა იყო. ქრისტინე მრავალშვილიან დედად რეგისტრირებულია ზუგდიდის მერიაში, მაგრამ არანაირი დახმარება არ მიუღია. გასარკვევია, მარტოხელა, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი დედისთვის ეს წესია ზუგდიდში?
მანამდე, სანამ სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობებს და დახმარების შესაძლენლობებს გავარკვევთ, ქრისტინეს სჭირდება გადაუდებელი ფინანსური დახმარება, რომ ბავშვები შიმშილისგან დავიცვათ. გიზიარებთ ანგარიშის ნომერს სადაც შეძლებთ მისთვის თანხის ჩარიცხვას.
#GE25TB7875945068100002
მიმღები ინა ჩარკვიანი
საზღვარგარეთიდან შეძლებთ Paypal-ზე ჩარიცხვასაც“, – აღნიშნულია პოსტში.