პროტესტის 71-ე დღე – პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.