“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს მიმართავს.
“Irakli Shaishmelashvili ბოდიში შენთან, მაგრამ ეს შენი მოთხრობები ხარებაზე უკვე ტვინს @@@ავს. ან რამე მნიშვნელოვანი თქვი და რეალურად მძიმეწონიანი მხილება დადე, თორე ხარებაზე უფრო საინტერესოდ და ყოვლისმომცველად მარიამ გაფრინდაშვილის მასთან 1 წუთიანი კომუნიკაცია გვიყვება, ვიდრე შენი დაუსრულებელი ერთიდაიგივე ზოზინი. ამ რაღაც დაღონებული და ნახევრადცოცხალი ტექსტების დრო არ აქვს ამ ქვეყანას, დაიქცა თვალსა და ხელს შუა. რომ გითხრა ახლა, რომ ამაში შენი საგრძნობი წვლილი არაა, მოგატყუებ. შენივე მოყოლილიდან ჩანს, რომ კარგა გვარიანად დააზიანე საქართველო ქოცებთან ერთად”- წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, ირაკლი შაიშმელაშვილმა გდდ-ისა და ქვეყნის დატოვების შემდეგ, რეჟიმის მამხილებელი არაერთი განცხადება გააკეთა. მან საქართველო გასული წლის 26 დეკემბერს ოჯახთან ერთად დატოვა და აშშ-ში გაემგზავრა.