Monday, June 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იქონიებს თუ არა გავლენას სკოლის ნიშნები ეროვნული გამოცდების შედეგებზე – მზადდება ახალი კანონპროექტი

February 3, 2025
“აბიტურიენტთა საყურადღებოდ!“ – გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

სკოლის ნიშნები ეროვნული გამოცდების შედეგებზე იქონიებს გავლენას. აღნიშნულ ინიციატივაზე მთავრობა მუშაობას და მის განხორციელებას მომავალ წლებში გეგმავს. აღნიშნულის შესახებ, „2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში“ წერია.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის შესახებ 2023 წელს, განათლების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ალტერნატივა გახდებოდა. თუმცა, 2024 წელს დატოვა ამილახვარმა თანამდებობა და საუბარი ამ საკითხზე დროებით შეჩერდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ 2025-2028 წლის სამთავრობო პროგრამაში ეს საკითხი კვლავ გააცოცხლა.

„პირველად, საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოფილი იქნება სკოლის აკადემიური მოსწრების გათვალისწინება უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის, რაც გაზრდის ზოგადი განათლების მნიშვნელობას და აამაღლებს სკოლის პრესტიჟს. ამასთან, განხორციელდება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული შეფასებები,“ – ვკითხულობთ პროგრამაში.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია palitravideo.ge-საუბრისას განმარტავს, რომ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცესი სუბიექტური გავლენებისაგან თავისუფალი უნდა იყოს, ქართული საგანმანათლებლო სისტემა კი ამ მოცემულობით არ არის მზად შეფასების ეროვნულ სისტემაზე გადასაწყობად. მისივე შეფასებით, პროექტი მომავლის პერსპექტივაა.

მისივე შეფასებით სკოლის ნიშნებით ჩარიცხვა მომგებიანი მხოლოდ რეპეტიტორებისთვის იქნება, რაც ასევე შექმნის არამეგობრულ გარემოს და არაჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეთა შორის, თუმცა მსგავსი პრაქტიკა ევროპის და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში ნამდვილად არსებობს.

„რაც უფრო მეტი კრიტერიუმით მოხდება მიღება უნივერსიტეტში მით უფრო სამართლიანი იქნება. სკოლები არ აჩვენებს ერთნაირ შედეგს. რაც უფრო ღარიბ ადგილას არის სკოლა, მით უფრო უარეს შედეგს აჩვენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ აკადემიური ნაწილი რაც არის სკოლის ნიშნები ან უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის შედეგები, არამედ მაგალითად, ძალისხმევა, როგორი გარემოდან მოუწევს როგორი შედეგების მიღწევა მოსწავლეს,“ – აცხადებს ჯანაშია palitravideo.ge-სთან. იხილეთ სრულად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 8 საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • რა გახდა თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კონცეფცია იცვლება – რას გულისხმობს სიახლე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge