Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვები ამბობენ, რომ შენობის ქვეშ არის რაღაც შესაძრომი და იქ შემძვრალა…” – რა დეტალები ვრცელდება რიყის პარკთან არსებულ შენობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

January 30, 2025
“ბავშვები ამბობენ, რომ  შენობის ქვეშ არის რაღაც შესაძრომი და იქ შემძვრალა…” – რა დეტალები ვრცელდება რიყის პარკთან არსებულ შენობაში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

25 იანვარს თბილისში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. უნდა გაირკვეს, ვის დაუდევრობას შეეწირა 16 წლის მოზარდის, იოსებ ადეიშვილის სიცოცხლე.

როგორც ცნობილია, ბავშვი რიყის პარკის მიმდებარედ მდებარედ, რიყის დოქების ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და საუბედუროდ მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. უმძიმესია ოჯახის მწუხარება. ბავშვის დედა ჟურნალისტთან ამბობს, რომ ამ ფაქტს მისი შვილის მეგობრები შეესწრნენ.

“ჩემი ბიჭი, ჩემი დიდი ფრთა იყო, ყველაფერი გავიარეთ, ქირიდან ქირამდე, სულ ქირით ცხოვრება, განიცდიდა ჩემი ოთახი არ მაქვსო. იქ შესულა, ტუალეტი უნდოდა და თხრილში ჩავარდა, ისე ყვიროდა, დამეხმარეთო, მიშველეთო, ბიჭებმა, მისმა მეგობრებმა გაიგეს იოსების ხმა, ვერაფერი ვერ უშველეს. წყალი 3 მეტრზე იყოო, ბავშვები ისე დაბნეულები არიან, ცუდად არიან. დაბნეულები არიან, მათ თვალწინ მათი ბავშვობის მეგობარი დაიღუპა. ბავშვებს ფსიქოლოგები სჭირდებათ. არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა, ძალა არ მაქვს, ისე მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი ეს ამბავი ვის დავაბრალო, გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი, ქალაქის მერს კახი კალაძეს მინდა ვუთხრა, მიაქციოს ამ საქმეს ყურადღება. იმერელი ბიჭია იოსებ ადეიშვილი და ყურადღება მიაქციოს ამ სიტუაციას. ვინმე რომ არ დაიღუპოს და ცუდი არაფერი არ მოხდეს. როგორც ბიჭები ამბობენ, რიყის დოქების დიდი მილები რომ არის იქ უკნიდან შევიდა და ელოდებოდნენ, ცოტა ხანში მისი ხმა გაიგეს. თვითონ 14- 15 წლისები არიან და არ იციან ექსპტრემალურ სიტუაციაში ერთმანეთს როგორ დაეხმარონ, წყალი რაც დაგროვებულია, ზედაპირულად როგორც ბეტონი ისე ჩანდა, ბავშვს ბეტონი ეგონა და ჩავარდა იქ… მყვინთავებმა ამოიყვანეს მერე იქიდან… კიდევ პატარა მყავს და შიშით ვარ ამ ქალაქში” – ამბობს ჟურნალისტებთან მომხდარით შეძრული მოზარდის დედა, ირმა ადეიშვილი.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge