Thursday, August 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს სამედიცინო საზოგადოება” ამაღლობელთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს

January 28, 2025
“საქართველოს სამედიცინო საზოგადოება” ამაღლობელთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს

“საქართველოს სამედიცინო საზოგადოება საქართველოს ევროპული მომავლისთვის” მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

“ჩვენ, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ვუერთდებით პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო, ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მის მიერ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა – შიმშილობა და შიმშილობის მე-17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.

შიმშილობა ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.

დუმილი და გამჭვირვალობის ნაკლებობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხზე”, – წერია განცხადებაში.

ისინი მოითხოვენ:

  • ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
  • სახალხო დამცველის ოფისმა სასწრაფოდ მოიწვიოს პროფესიონალი ექიმებისგან შემდგარი დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისთან შეთანხმებით საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭვირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო.

დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!” – ნათქვამია მიმართვაში.

ამაღლობელი უკვე 17 დღეა, შიმშილობს. ის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილი ქართველი მომღერალი გარდაიცვალა
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ცნობილია უმძიმეს ავარიაში დაღუპული 4 ახალგაზრდის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge