ბათუმში, კვინიტაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
თვითმხილველის თქმით ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და სახლი სრულად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
“ბათუმელები”, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას, თუ სად გადაიყვანეს ისინი, ბათუმის მერიაში აზუსტებს.
ინფორმაცია განახლებადია.