Saturday, November 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მზია ამაღლობელის ადვოკატი ახალ განცხადებას ავრცელებს

January 28, 2025
მზია ამაღლობელი ციხიდან წერილს ავრცელებს

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაპატიმრებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, გიორგი ხიმშიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ამაღლობელისა და მისი პროტესტის შესახებ ისაუბრა.

„როგორც კი მ, ისი (მზია ამაღლობლის) მხრიდან გაჟღერდა შიმშილობასთან დაკავშირებით, ამოქმედდა ის სამედიცინო პროტოკოლი, რომელიც არის დამტკიცებული პენიტენციური დაწესებულებისთვის. ეს პროტოკოლი მოიცავს ზედამხედველობას, კონტროლს. კონტროლი ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მედიცინის წარმომადგენლების მხრიდან: ვიზუალური დათვალიერებით, გასაუბრებით, არის ასევე საკანში კამერა, რომელიც გარკვეულ ზედამხედველობას უწევს მზიას მდგომარეობას.

მინდა გითხრათ, რომ თავად მზიას განმარტებით, მას არანაირი ასე ვთქვათ, პრეტენზია ამ კუთხით არ აქვს. ცხადია, ჩვენ ორ ნაწილად უნდა გავყოთ ეს: ერთი ბიუროკრატიული ნაწილი, რომელიც არის ფორმალურ-პროცედურული და მეორე არის სამედიცინო კუთხით.[…]

როგორც ადვოკატებმა მოვითხოვეთ მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან, თუ ბრალდებული არის კონტაქტური, საუბრობს და შეუძლია აზრის გამოთქმა მასთან დაკავშირებით, სამედიცინო ჩარევა მისი ნების საწინააღმდეგოდ არის დაუშვებელი.

ამიტომ, თვითონ მზიას განმარტება არის, რომ მას არ აქვს პრეტენზია ამ მიმართულებით, არც პენიტენციურ დაწესებულებასთან, არ აქვს ციხის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ცხადია, მისი ეს პროტესტი არ უკავშირდება მარტო პენიტენციურ დაწესებულებას ხო? ესეც რომ სწორად გავმიჯნოთ, ეს ერთი ნაწილია. მას ზოგადად და გლობალურად აქვს ამ პროცესების მიმართ პროტესტი და ამ პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელსაც იგი მიმართავს არის შიმშილობა და თვლის რომ ამ გზაზე მან ეს ტვირთი და ბრძოლის ეს ფორმა და მეთოდი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ გარკვეულწილად ხმა მიაწვდინოს ყველას, იმას, ვისთანაც შეუძლია მას ამ ფორმით იკომუნიკაციოს, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაანახოს საზოგადოებას, მსოფლიოს“, – აღნიშნა იმშიაშვილმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი, მე-17 დღეა, შიმშილობს.
ის 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია აქციის მონაწილეებს
  • ცნობილი ქართველი მწერალი გარდაიცვალა
  • ტემპერატურა 25°-მდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge