ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა, „ნაპოლის“ ცენტრფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ „იუვენტუსს“ გამარჯვების გოლი გაუტანა.
ლუკაკუმ ამ გოლის აღნიშვნის ფოტო ინსტაგრამ-story-ზე გამოაქვეყნა, რასაც კვარაც კომენტარი მოჰყვა.
არ დააყოვნა რომელუს პასუხმაც – „ჯადოქარო, მომენატრე, ძმაო“.
შეგახსენებთ, კვარამ ნეაპოლური კლუბი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ის კარიერას „პსჟ“-ში აგრძელებს. მისი დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგა. ქართველმა შემტევმა პირველივე თამაშში საგოლე გადაცემა გააკეთა.
სქრინი: „Setanta Sports Georgia”