თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი.
ბოლუს პროვინციაში, კურორტ კარტალკაიაში ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია 10-საათიანი მუშაობის შემდეგ მოახერხეს.
ბოლუს პროვინციის გუბერნატორის, აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს.
22 იანვარი თურქეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.