თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ადასტურებს.
მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 51-ს აღწევს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.