გუშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმდინარე აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის შესახებ ისაუბრა.
მდინარაძემ თქვა, რომ თუკი ანდრო გაიაზრებს რა ჩაიდინა, ის მზადაა, მსახიობს თავდებში ჩაუდგეს.
დღეს ანდრო ჭიჭინაძემ მდინარაძეს ციხიდან წერილით უპასუხა.
მდინარაძის ზემოაღნიშნულ განცხადებას გუშინვე უპასუხა ანდროს დედამ, ლიკა გუნცაძემ. მის პოსტს გაეცანით ბმულზე.
შეგახსენებთ, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.