რეპერი ლექსო ქავთარაძე, იგივე ლექს-სენი სასამართლოში დაიბარეს- ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
როგორც რეპერი აცხადებს, მას გზის გადაკვეტის საქმეზე იბარებენ.
“აბა მეგობრებო, ადვოკატი ვინ მყავს აქაურობაში? მოსამართლე ნინო ენუქიძე მიბარებს სასამართლოში გზის გადაკეტვის გამო “- დაწერა ქავთარაძემ და მოგვიანებით განმარტა
“მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის თეონა კილაძე სამართლიანი არჩევნებიდან აიღებს ჩემ საქმეს, ყველას მადლობა ასეთი სწრაფი გამოხმაურებისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად”- წერს ლექს-სენი.