Thursday, July 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

„დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, ეს უჩინარი ექიმი არ რეკავს” – მარიკა ბაკურაძის მიმართვა

August 26, 2021
„დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, ეს უჩინარი ექიმი არ რეკავს” – მარიკა ბაკურაძის მიმართვა

ჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის დედა კორონავირუსს ებრძვის და როგორც სოციალურ ქსელში წერს, პაციენტს მეექვსე დღეა ექიმი არ დაკავშირებია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმდება.

“დედაჩემის კორონა დღითი დღე მძიმდება, მე-8 და ყველაზე რთული დღეა დღეს, მე ჩემი ცოდნით, ტრადიციულად ალექსანდრე გოგინავას შეწუხებით, ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ საკმაოდ რთულ პაციენტს ექიმი არ ჰყავს. ადამიანი არ არსებობს, ვინც მისი კოვიდის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს. მოჯადოებული წრეა: თუ ჯანდაცვიდან ოჯახის ექიმი არ დარეკავს, სხვა ექიმი პაციენტს ხელს არ მოჰკიდებს. არადა, ეს ჯანდაცვის უჩინარი ექიმი არ რეკავს.

უკვე მე-6 დღეა, ჩემი ყოველი დილა იწყება 1505-ზე დარეკვით, მპასუხობენ, ვკარნახობ, ვუხსნი სიტუაციას და მეუბნებიან – მონიტორინგს გადავცემთ. ასე მონიტორინგზე გადაცემული ვართ 6 დღეა, მაგრამ რად გინდა? იმის იქით არაფერი. 1505 და 112, ორივეს ერთი პასუხი აქვს – ჩვენ მხოლოდ მედიუმი ვართ ქალბატონო და მხოლოდ გადაცემა შეგვიძლია. კი ბატონო, გავიგე, მაგრამ გადაცემა რომ არაფერს შველის? დღეს აღარ დავრეკავ, რა აზრი აქვს, არადა, დღესაა ყველაზე მძიმე, მე-8 დღე.

ახლა ვინმე იტყვის – ჩქარა კლინიკაში გადაიყვანეო, გადაყვანა არ არის აუცილებელი, უფრო რთული პაციენტებიც არიან, არც ის ადამიანი ვარ, ვინც უაზროდ პანიკას ტეხავს და 37 სიცხეზე წამლებით და ჰოსპიტლის მოთხოვნით დარბის აქეთ-იქით, მე უბრალოდ ექიმი მინდა, ვინც ყურადღებას მიაქცევს პაციენტს, დისტანციურად, ჩაიბარებს მის ისტორიას, მეტყვის რა დროს რა გავაკეთო და ხაზზე იქნება, როცა დამჭირდება.

ჰო, პსრ ტესტი, სისხლის და სხვა ანალიზები, ეს ყველაფერი კერძოდ გავუკეთე, რადგან ე.წ. “მიმართვა” არავინ არასდროს არ დაგვიწერა. კატესაც ჩემით გადავუღებ, მაგრამ ნუთუ, ყველას შეუძლია კერძო მომსახურეობის დაქირავება? მესმის, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკის ყურება რთულია, მაგრამ ისიც არანაკლებ რთულია, უყურო, როგორ მიდის ადამიანი ამ კონდიციამდე.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – რა ვქნათ? დაგირეკოთ დღესაც? ისევ მონიტორინგს გადაგვცემთ?(აცრილია 1 სინოფ),” – წერს მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია გუშინ, ისანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
  • „გახარიას უნდა, რომ ქორწილში ყოველთვის ნეფე იყოს…“ – რას ამბობს გურამ მაჭარაშვილი?
  • გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა – რა ვითარებაა ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge