ბოლო პერიოდში მედიაში სულ უფრო ხშირად იწერება საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, მიერ „ნაპოლის“ დატოვების შესახებ.
ქართველი შემტევი რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეთ, მათ შორის „პსჟ“ – ს.
AreaNapoli – ს ცნობით, „ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ.“
მედიაში ასევე იწერებოდა, რომ კვარას შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლივერპულსაც“ სურთ.
წესით, უახლოეს დღეებში გადაწყდება, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი.