ზუგდიდში ბალაკლავას ტარების გამო პოლიციამ აქტივისტი და პარტია “დროას” წევრი, მარიამ სიჭინავა უკვე მეხუთედ, ხოლო კერენ ესებუა მესამედ დააჯარიმა. ასევე დააჯარიმეს შალვა ესართია.
მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ის არალეგიტიმური მთავრობის მიერ მიღებულ და არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონს არ ცნობს და ჯარიმას არ გადაიხდის. მისი თქმით, თუ მას ჯარიმის არ გადახდის გამო დააპატიმრებენ, ის ხელისუფლების ტყვე იქნება და ამისთვისაც მზად არის.
კერენ ესებუა განმარტავს, რომ ის მარიამ სიჭინავას სოლიდარობას უცხადებს, რის გამოც აქციებზე ბალაკლავით მივიდა, რა დროსაც, პოლიციამ ის დააჯარიმა.
დაჯარიმებულების თქმით, ისინი პოლიციაში მისვლას არ აპირებენ, ხოლო სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ პროტესტის დასაფიქსირებლად გამოცხადდებიან.