Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს“ – ბრიტანული პრესა

January 6, 2025
შოკისმომგვრელი ინფორმაცია- რომელი ინგლისური კლუბი დაინტერესდა ხვიჩა კვარაცხელიით?

ბრიტანული გამოცემა TEAMtalk-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას, გადაბირება სურს.

„კვარაცხელია „ნაპოლის“ საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ამავე დროს, პრემიერლიგის წამყვანი კლუბების მნიშვნელოვან ინტერესს იწვევს. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებების მთავარი თემა მარკუს რაშფორდის ტრანსფერი იყო, ამასთანავე, მოიცავდა კითხვებს ქართველი გარემარბის შესახებ, რომელიც მანჩესტერელთა სატრანსფერო სიაში რაშფორდის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრება.

თუმცა, ეს ტრანსფერი იანვარში გამორიცხულია და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა ხვიჩამ იტალია დატოვოს. კვარაცხელია პრიორიტეტს „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ანიჭებს და კლუბი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს. თუ უახლოეს თვეებში შეთანხმება ვერ მოხერხდა, ზაფხულისთვის კვარაცხელია სხვა ვარიანტების განსახილველად მზად იქნება.
„იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს და კვარაცხელიას ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, თუ ტრანსფერი ახლა არ განხორციელდა, მანჩესტერლები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ივნისში ამ საკითხს კვლავ მიუბრუნდებიან.

კვარაცხელიას შეძენის სურვილი „ლივერპულსაც“ აქვს – მერსისაიდელები გასული წლის აგვისტოს შემდეგ ადევნებენ თვალს ქართველი ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.

იანვარში კვარაცხელიას ტრანსფერის შანსებს, სავარაუდოდ, მუხლის ტრავმაც ამცირებს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ „კვარა“ ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული, რის გამოც „ფიორენტინასთან“ მატჩი გამოტოვა. თუმცა, კონტეს თქმით, კვარაცხელიას პრობლემა უფრო კუნთების გადაღლილობას უკავშირდება და სერიოზული არაფერია, რაც კარგი ამბავია“, – წერს გამოცემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge