Saturday, August 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას”- ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

December 27, 2024
“ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას”- ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს

ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ლიდერი ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“სასწაული ხდება ციხეში, საოცარი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. დახურულ ციხეში ვართ, კამერიდან იშვიათად ვყოფთ ცხვირს, მაგრამ მაშინაც სხვა საკნებიდან გვესმის გამამხნევებელი შეძახილები. ვვარჯიშობთ, ნახევრად სამხედრო დღის წესრიგზე ვართ. ლიტერატურულ კუთხეებსაც ვქმნით. ვმსჯელობთ ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხვადასხვა სუბკულტურებზე, ისტორიაზე, ვცდილობთ აქტიურად ვადევნოთ თვალყური საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ღამით სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი გისოსების ჩრდილს სცემს წიგნების ფურცლებს და იმ სიბნელეს შორის მოქცეულ მკრთალ შუქზე ვკითხულობთ ჩვენს ლიტერატურას. ჩვენ იმაზე ძლიერები დავბრუნდებით ტყვეობიდან, ვიდრე ვიყავით. ქართულ ოცნებას ჰგონია, რომ რეპრესიებით შეგვაშინებს, სინამდვილეში კი ჩვენი დაჭერით ზრდის დისიდენტთა თაობას, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. თქვენ გგონიათ, რომ სიბნელეში დაგვმარხეთ, სინამდვილეში კი მიწაში დაგვრგეთ და აწი ვიდგამთ ფესვს!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ ერთიან საქართველოს! გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერს ზვიად ცეცხლაძე. 

ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ის აქციების აქტიური მონაწილეა. ცეცხლაძესა და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს რეჟიმის მოსამართლე  ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ივანიშვილის შსს 19 წლის ახალგაზრდას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ზვიად ცეცხლაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მინის ბოთლის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა” – შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • საბერძნეთში ტყის ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
  • როდიდან უარესდება საქართველოში ამინდი? – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge