გრიპი, ვირუსით გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების ინფექციაა, ის ყოველწლიურად აქტიურდება და ათასობით ადამიანს აავადებს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ტენდენცია მატებისკენ შეინიშნება თუმცა წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებული არ არის.
ინფექცია, სტანდარტულად დეკემბერ-იანვრის თვეებში ვრცელდება, შესაბამისად ნორმალურია ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელის ზრდა.
გართულებების გარეშე მიმდინარეობისას გამოჯანსაღება მე-7-მე-10 დღიდან იწყება, თუმცა გრიპის ვირუსს გართულებებიც ახასიათებს, მთელ მსოფლიოში წლის განმავლობაში გრიპით- 400 000დან -650 000მდე ადამიანის სიცოცხლე ეწირება, გარდაცვალების შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება.
გავრცელებული ვირუსები ექვემდებარება გრიპის იმ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია. გრიპის ვაქცინისთვის იდეალური დროა ოქტომბერ-ნოემბერი,თუმცა ვაქცინაცია შეიძლება ნებისმიერ დროს. მთავარია იმ დროს ადამიანს არ ჰქონდეს ცხელება ან გრიპის სხვა სიმპტომი, რაც თავის, თვალის, კუნთებისა და ყელის ტკივილსა მოიაზრებს.
გარდა გრიპის ვირუსისა ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსებიც ცირკულირებს, რომელიც გაციების მსგავს დაავადებებს იწვევს. ისინი მძიმედ არ მიმდინარეობს, და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს განსხვავებით გრიპის შემთხვევისგან. 2024 წლის მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე, 220 შემთხვევა ფიქსირდება, რაც 2023 წელთან შედარებით 36 -ით მეტია ხოლო 2022 წელთან შეფარდებით 107 -ით ნაკლები.