Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოს ჰიმნი ვიმღერეთ, პოლიციელები გაისუსნენ…”- ვრცელდება ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

December 24, 2024
“საქართველოს ჰიმნი ვიმღერეთ, პოლიციელები გაისუსნენ…”- ვრცელდება ზვიად ცეცხლაძის წერილი საპატიმროდან

ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ლიდერი ზვიად ცეცხლაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“სასამართლოში მისული საკანში მომათავსეს, მალევე ახალგაზრდა ბიჭები შემოიყვანეს ჩემს პატარა კამერაში თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი წლის. გაირკვა, რომ ყველას ერთი და იგივე 225-ე მუხლს გვედავებოდნენ ჯგუფურ ძალადობას. ვის ორგანიზატორობას, ვის მონაწილეობას, საგულისხმოა, რომ ერთმანეთი საკანში გავიცანით. ერთმანეთის ნახვამ გაგვამხნევა, ხასიათზე მოვედით, ერთმანეთს ვაგულიანებდით. ისე შევხმატკბილდით, რომ საქართველოს ჰიმნიც ვიმღერეთ. პოლიციელები გაისუსნენ, მხოლოდ ჩვენი საკნიდან გადიოდა ეროვნული ჰანგები. მეეჭვება, რომ პოლიცია ოდესმე ენახოს ერთი იდეის გამო გაერთიანებული ახალგაზრდები, რომლებიც გისოსებს მიღმაც კი მათზე თავისუფლები იყვნენ.
გაგვიყვანეს სასამართლოში, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯა. უგულებელყო ყველა სამართლის პრინციპი და ღიმილის ბიჭები საციხოდ გაგვიმეტა. საკანში დაბრუნებულს პოლიციამ ბორკილები მომხსნა, ალბათ მის გულშიც ხდებოდა რაღაც…
მაგრამ სხვა ბიჭები კვლავ ბორკილებით ისხდნენ, სოლიდარობის ნიშნად თოკით მეც დავიბი ხელები. ვისხედით ესე ბიჭები, ჩაფიქრებულები. უცებ მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღეროებით საკნის კედელზე დავწერე მარო მაყაშვილის სიტყვები: გავიმარჯვებთ სახელოვნად”

ზვიად ცეცხლაძენ 4 დეკემბერს დააკავეს. ის აქციების აქტიური მონაწილეა. ცეცხლაძესა და მასთან ერთად დაკავებულ ახალგაზრდებს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 6 დეკემბერს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შსს 19 წლის ახალგაზრდას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ზვიად ცეცხლაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას – განახლებული პროგნოზი
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge