ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ გიორგი გახარია გუნდს, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, მმართველი გუნდის მხრიდან რეპრესიები ელის.
“გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადება პირველი სიგნალია, რომ გახარიას გუნდს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ოცნებას, რეპრესიები ელოდება.
თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად იმავე მეთოდით დააკავეს და ციხეში თითქმის 2 წელი გაატარებინეს ჩვენს ერთერთ დამფუძნებელ Giorgi Rurua და ამ დროს პრემიერი სწორედ გახარია იყო, “ – წერს გვარამია.