Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის წერილი, რომელსაც პატრონი აშიმშილებს

November 29, 2019
იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის წერილი, რომელსაც პატრონი აშიმშილებს

„ეს ჩვენი მაცივარია, სამი დღეა, ასე ცარიელია. დღეს გადავწყვიტე, ფოტო გადამეღო. მეორე ფოტოზე კარტოფილი და ხახვია, მაგრამ სამი ცალი ხახვია დარჩენილი და ხელს ვერ ვახლებთ, რადგან ბებოს შვილი ვერ იტანს, რამე რომ თავდება სახლში. ამ დროს სრულიად არაადეკვატური ხდება და ჩვენც ვერ ვიღებთ ხმას… წყალს წყაროდან ვეზიდები, ამ დილითაც თორმეტი ორლიტრიანი მოვიტანე, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ. ორი გზა გავაკეთე. ეს ჩვენი ცხოვრებაა, რას ვიზამთ“, – წერს სოციალურ ქსელში ერტ-ერთი ემიგრანტი, რომელიც რამდენიმე წელია, იტალიაში ცხოვრობს.

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის წერილი, რომელსაც პატრონი აშიმშილებს

„პრაიმტაიმი“ ქალბატონს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა:

„საშინელება ხდება, როცა რამე თავდება სახლში. ბებიას შვილმა წაგვართვა ყველაფერი – ბებიას საკრედიტო ბარათები და პენსიის საბუთებიც, რითაც თანხის აღება შეგვეძლო. თვითონ განაგებს ყველაფერს თანხის მხრივ. სანამ ბებოს შეეძლო საკუთარი თანხის განკარგვა, არა გვიშავდა, არაფერი გვაკლდა, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვართ. ჩემი დამსაქმებელი თავის მშობელს იმეტებს შიმშილისთვის და ჩემზე სულ არ იდარდებს. შვილი მუშაობს, ის მეხმარება და ხშირად ჩემი ფულით მიყიდია საჭმელი ბებოსთვისაც და ჩემთვისაც, ასე გაგვაქვს თავი“, – გვითხრა ნანამ.

„ამ ეტაპზე გამოსავალი მართლაც არა მაქვს, რადგან საქართველოში დიდ საქმეს შევეჭიდე და მთლიანი ხელფასი იქ მიდის. ახლა სამსახურის გამოცვლა არ მაწყობს. აქ მარტივად სამსახურს ვერ იშოვი, გამორიცხულია. როცა სამსახურს იწყებ, ამაში ფულს იხდი. ამ სამსახურისთვის მთელი თვის ხელფასი მაქვს გადახდილი და კიდევ ახალი ადგილისთვის თანხის გაცემის თავი არა მაქვს და ვითმენ, რა ვქნა. შორიდან ყველას ჰგონია, თაფლში ვცურავთ და „პოდნოსებით“ მოგვართმევენ საჭმელ-სასმელს. სახლი არა გვაქვს და მაგისთვის ვიკლავ თავს, იქნებ საკუთარი ჭერი გავიჩინო-მეთქი, თორემ უსაქართველოდ და უბათუმოდ ცხოვრება არ შემიძლია. სახლი რომ მქონოდა, სად ვიყავი საერთოდ წამსვლელი? გამორიცხულია, ვერსად ვძლებ, საქართველოს გარდა… უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“.

ქალბატონი ნანას პოსტს ბევრი ემიგრანტი გამოეხმაურა, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს:

„ჩემი შვილი უმდიდრეს ოჯახში მუშაობს და წლებია, ხილი თვალით არ უნახავს. ჩუმად თუ შეჭამს, იმათი წილი საჭმლიდან“,

„ეეჰ, ვინ იცის, რას ვუძლებთ, მარტო შენ არ ხარ მასე, ძვირფასო“ – წერს კიდევ ერთი ემიგრანტი.

სამშობლოში დროულად დაბრუნებას ვუსურვებთ თითოეულ ემიგრანტს.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

წყარო: primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რიკოთზე ტრაილერი გადაყირავდა და მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა – ახალი დეტალები
  • ავარია რიკოთზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
  • რა გახდა საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge