Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

December 17, 2024
ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ლუკა სირაძის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.

ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში კლინიკაში მძიმე ტრავმებით გარდაიცვალა, მალევე ამ ამბიდან ქუჩებში გაჩნდა წარწერები “ამ ცხოვრების დედაც.” ლუკას სიკვდილის ფაქტით შეძრული საზოგადოება მსჯელობდა იმაზე, რომ ლუკა პოლიციაში სწორედ ამ ფრაზის გამო მოხვდა, რომელიც მან ყოფილი სკოლის კედლებზე მიაწერა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება კი დაკითხვის სისასტიკემ მიაღებინა.

როგორი ბიჭი იყო ლუკა, რა უყვარდა და რაზე დარდობდა?

ლუკა სირაძის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიციაში ორჯერ მისვლის შემდეგ ბავშვმა დედას უთხრა, რომ სახლში აღარ დაბრუნდებოდა და ამ ამბიდან რამდენიმე საათში მეზობელი მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან ძირს გადმოვარდნილი, მძიმედ დაშავებული იპოვეს. ბიჭი მძიმე ტრავმებით, უგონო მდგომარეობაში სასწრაფომ წაიყვანა.

როცა მედიამ მასზე წერა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება და პოლიტიკოსებმა განცხადებების კეთება დაიწყეს, ლუკა იაშვილის ბავშვთა კლინიკაში იწვა და ერთი კვირის განმავლობაში, 17 დეკემბრამდე სიკვდილს ებრძოდა. ის ისე გარდაიცვალა, რომ ვერც საზოგადობამ, ვერც მედიამ და ვერც გამოძიებამ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი ვერ გასცა.

მის შესახებ ვიცით ის, რომ რამდენიმე სკოლა გამოიცვალა, ჰყავდა დედა და ძმა. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ის ზუსტად იმ პოლიციის სამმართველოში მუშაობდა ელექტრიკოსად, სადაც ლუკა ჩვენების მისაცემად დაიბარეს. საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა რომ გამოკითხვისას განყოფილებაში არაერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ის “გიას შვილი იყო.” სახელმწიფო ინსპექტორი აპარატი მიიჩნევს, რომ მოზარდის დაკითხვა პოლიციის ღია სივრცეში დაუშვებელია – ამ დრომდე პოლიციის შენობების უმეტესობაში სპეციალური, იზოლირებული ოთახი მოზარდების დასაკითხად არ არსებობს.

ლუკას უფროსი ძმა, ბექა თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა და ლუკასაც კადეტთა სასწავლებელში უნდოდა ჩაბარება. ასტიგმატიზმის გამო არ მიიღეს.

“იმ დონეზე უყვარდა ძმა, რომ მის სამხედრო ფორმას ჩუმად იცვამდა სახლში” – უთხრა ლუკას მამიდაშვილმა გამომძიებელს როცა ჩვენებას აძლევდა და იქვე დაამატა, რომ ლუკას პოლიციაში მისი ძმის სამხედრო სასწავლებლიდან გამოშვებით ემუქრებოდნენ, თუკი სასურველ ჩვენებას არ მისცემდა.

“ეს იქნებოდა მისთვის ყველაზე დიდი სტრესი და შეიძლება ამის გამო მისულიყო ამ გადაწყვეტილებამდე” – ამბობს ის.

“ლუკა ადვილად უმკლავდებოდა სტრესს, როდესაც მამა გარდაეცვალა, დაახლოებით ერთ თვეში გამოვიდა მდგომარეობიდან. ლუკა ვერ იტანდა შეურაცხყოფდას და ამას უპასუხოდ არასოდეს ტოვებდა. როგორც ტელევიზიით თქვეს, პოლიციაში შეურაცხყოფა მიაყენესო, ამის გამო უფრო იქნებოდა გაღიზიანებული, რომ შეურაცხყოფაზე შესაბამის პასუხს ვერ გასცემდა და ეს ძალიან იმოქმედებდა მასზე” – ყვება ერთ-ერთი ბიჭის ერთ-ერთ მეგობარი.

“ იყო კეთილი, არასოდეს ბრაზდებოდა მეგობრების ხუმრობაზე, უყვარდა ფეხბურთის თამაში, ფილმების ყურება, თითქმის ყველა ფილმი ნანახი ქონდა, უყვარდა რეპი, ზეპირად იცოდა “თუფაქის” ყველა სიმღერა. ლუკა სირაძე იყო ძალიან კომუნიკაბელური, უყვარდა ხალხის გაცნობა. იყო ძალიან ზრდილობიანი. უყვარდა ისტორიაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან კარგად არ სწავლობდა, თავისი სურვილით კითხულობდა წიგნებს” – ეს ლუკას უბნელის და მეგობარის ჩვენების ფრაგმენტია.

“ლუკა თავიდან 169 სკოლაში სწავლობდა, სადაც ვიცი, რომ არ მოსწონდა მასწავლებლები, ამიტომ გაკვეთილებიდან იპარებოდა საპირფარეშოში ერთ-ერთ კლასელთან ერთად და ეწეოდა “პლანს. ამის გამო დედამ იგი “მწვანე სკოლაში გადაიყვანა. ამ პერიოდში ლუკა ცოტას საუბრობდა მწვანე სკოლაზე, თუმცა არც იქ მოსწონდა, მასწავლებლები “გადაკიდებულები არიანო,” ასე ამბობდა, შესაძლოა სწორედ ამის გამო მოხატა ლუკამ მწვანე სკოლა. ამ წლიდან ლუკამ მე-100 საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა, სადაც ძალიან კარგად სწავლობდა, ძალიან შეიცვალა ამ მხრივ. მონაწილეობას იღებდა სასკოლო პროექტებში, კარგად სწავლობდა, არასოდეს გამოპარულა სკოლიდან” – ესეც ლუკას მეზობლის მონათხრობია.

“2018 წლის სექტემბრის თვეში ჩემს კლასში სასწავლებლად გადმოვიდა ლუკა სირაძე. მე არ მახსოვს რომელი სკოლიდან გადმოვიდა ლუკა და ასევე არ ვიცი მიზეზი მისი გადმოსვლის. თავიდან ლუკაზე შთაბეჭდილება შემექმნა, როგორც ზრდილობიანი “ქუჩის ბიჭის”, კერძოდ ქუჩის ბიჭში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად შენიშვნების მოცემა უყვარდა, ასევე ჰქონდა ქუჩური საუბრისკენ მიდრეკილება, საუბრობდა ჟარგონებით და ა.შ. ლუკასთან ჩამომიყალიბდა მეგობრული დამოკიდებულება…სკოლის შემდგომ სადმე სკვერში დავჯდებოდით მეგობრები და ვლაპარაკობდით სხვადასხვა თემაზე. მე ლუკამ დაახლოებით ოქტომბრის თვის დასაწყისში მითხრა, რომ მშობელი ვერ უხდიდა სკოლის გადასახადს, რომელიც იყო საკმაოდ ძვირი და უნდა გადასულიყო სხვა სკოლაში. მე ამაზე გული დამწყდა, რადგან მაინც ვმეგობრობდი მასთან და არ მინდოდა სკოლიდან გადასულიყო. ლუკა ოქტომბრის თვის ბოლოს მართლაც გადავიდა მე-100 საჯარო სკოლაში. აღნიშნულის შემდგომ მე ლუკასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ერთხელ მახსოვს, რომ მივწერე უბრალოდ მოსაკითხად, ეგ იყო და ეგ” – ეს ლუკას კლასელი ბიჭია მწვანე სკოლიდან. ის ერთ-ერთია იმ მოზარდებს შორის, რომელსაც ლუკა პოლიციის შენობაში შეხვდა ჩვენების მისაცემად. ბიჭი მამასთან ერთად იყო მისული გამომძიებელთან – პოლიციის გარე პერიმეტრის კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ გვიან საღამოს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ბიჭის მამა და ლუკა ემოციურად, სავარაუდოდ დაძაბულად საუბრობენ პოლიციის სამმართველოს წინ. ამ ფაქტს გარდა კამერების ჩანაწერებისა, ადასტურებს ერთ-ერთი პოლიციელი.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხაშურში მამაკაცი დაჭრეს
  • „საცხოვრებლიდან 21 ოჯახი გაიყვანეს“ – ხარაგაულში მეწყრული პროცესი გრძელდება
  • „პირველი ჭრილობა გულში აქვს მიყენებული…“ – გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge