“მთავარი არხის” საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, მაკა ცინცაძეს შტერი უწოდა.
“ამ ქალს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩემი ხმის რეჟისორი იყო რადიოში, ყოველთვის ისეთი შტერი იყო, არასოდეს სერიოზულად არ მიმიღია. მერე თმები რომ გადაუჭიმეს და თოჯინად დასვეს პირველ
არხზე, სასაცილოდ არ მეყო. მერე ცოტა მეცოდებოდა, ამასობაში უკიდურეს კომიკურ ფიგურად ჩამოყალიბებულა ლეოპარდის სამოსელში”- წერს ეკა კვესიტაძე.
აღნიშნულ პოსტს ჟურნალისტი მაკა ცინცაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ფსკერზე დაშვებასა და მის ენაზე საუბარს.
“კვესიტაძევ და ამ სტანდარტით მომუშავე კრებსითო კვესიტაძეებო, ვერ მოახერხებთ, რომ თქვენთან ფსკერზე დავეშვა და თქვენს ენაზე ვილაპარაკო. არ გვავიწყდება, რომ ეს ოჯახი იმ დაჯგუფების წევრია, რომელიც ცოლ-ქმარს საძინებელში კამერებს უმონტაჟებდა და რა გასაკვირია, რომ სიბინძურის და ცილისწამების ტირაჟირების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ასე გააგრძელეთ”, – პასუხობს ცინცაძე კვესიტაძეს.