ექიმ გიორგი ახობაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ახობაძე რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას დააკავეს. მის წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
