22 წლის ბიჭს, რომელიც გასულ ღამეს აქციაზე დაშავდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, როგორც დაშავებულის მამიდა აცხადებს, თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა ოპერაციის დასრულება ვერ შეძლეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულის ორივე მშობელი ემიგრაციაში იმყოფება. მარიტა ეზუგბაია „ფეისბუკზე“ წერს:
„აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭის, რომელიც აპარატზეა მიერთებული, ორივე მშობელი იმყოფება ემიგრაციაში… შემთხვევამდე ბებოს დაურეკაო“.
ფოტო: ზურაბ ცერცვაძე
