აქციაზე ნაცემი დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან” ყვება:
„სახეში რომ მრტყამდნენ, შედარებით ასაკოვანი ადამიანმა მათ უთხრა, სახეში მეტი აღარ დაარტყათ, ფხებზე და ტანზე ურტყითო. თავი მაქვს გატეხილი, კბილები მაქვს დამტვრეული, ნეკნები და ზურგის კუნთები მაქვს დაჟეჟილი”
შევედით თუ არა იმ რიგებში, სადაც სპეცრაზმი დგას, დაიწყო ყველამ ჩემი რტყმა. გააკეთეს კორიდორი, თითოეულმა ადამიანმა წიხლი, ხელი, მუშტი, ყველგან ჩამარტყა. მერე ჩამკეტეს მინი ვენში. შემოვიდა 5-6 ან მეტი ადამიანი, ორნი ვიყავით მანქანაში. დაგვიწყეს ორივეს ისეთი გამეტებით რტყმა, ვერც წარმოუდგენთ. 4-5 ადამიანი მირტყამდა, მერე სხვებმა შეცვალეს და იმათ მირტყეს. არარეალური შეურაცხყოფები, მუქარა: ტელეფონი გაგვიხსენი, თორემ ტვინს გაგასხმევინებ, დუბინკას გაგიკეთებ ერთ ადგილას და ა.შ. ზუსტად იცოდნენ, სადამდე უნდა ვეცემე, რომ რაღაც არ მომსვლოდა.
სახეში რომ მრტყამდნენ, შედარებით ასაკოვანი ადამიანმა მათ უთხრა, სახეში მეტი აღარ დაარტყათ, ფხებზე და ტანზე ურტყითო. ფეხები ისეთ მდგომარეობაში მაქვს, ახლაც ვერ დავდივარ.
თავი მაქვს გატეხილი, კბილები მაქვს დამტვრეული, ნეკნები და ზურგის კუნთები მაქვს დაჟეჟილი