Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?” -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს

December 3, 2024
“თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?” -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რი და­ვით კა­ჭა­რა­ვა ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თე­მას ეხე­ბა, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი ძა­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­ა­ჩე­რონ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი 2028 წლამ­დე, ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს და სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს მად­ლო­ბას უხ­დის.

და­ვით კა­ჭა­რა­ვა:

– მო­გე­სალ­მე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ჩემი აზრი და­ვა­ფიქ­სი­რო. პირ­ველ რიგ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ 2028 წლამ­დე დღის წეს­რი­გი­დან იქ­ნე­ბა მოხ­სნი­ლი, ევ­რო­კავ­შირ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ სა­კი­თხი, ეს არის სწო­რი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბოლო სამი წლის მან­ძილ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არის ია­რა­ღად იმის­თვის, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ უფრო მეტი და­პი­რის­პი­რე­ბა გაჩ­ნდეს. მე­ტად და­უ­პი­რის­პირ­დეს ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს და რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხონ და შეძ­ლონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ან­თი აგენ­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც მათ და­ვა­ლე­ბას პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ, ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი, მა­შინ რო­დე­საც ამ სამ ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა ეჭი­რა და დღე­საც ასეა, მაგ­რამ მი­ი­ღეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნას არ მი­ა­ნი­ჭეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რაც ძა­ლი­ან დიდი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ბა­ბი იყო.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბას, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და აქ არ არ­სე­ბობს “მაგ­რამ”… ის, რომ წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ფე­ხებს ურტყა­მენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან, თავ­ში აგუ­რებს ურტყა­მენ და პი­რო­ტექ­ნი­კას სა­ხე­ში ეს­ვრი­ან, მი­უ­ღე­ბე­ლია და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის ამის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და ამას რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს.

ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ფე­რენ­დუ­მი იყო, რა­ზეც ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ, რად­გან ეს არ­ჩევ­ნე­ბი პირ­წმინ­დად წა­ა­გეთ. ეს არ­ჩევ­ნე­ბი თქვენ არ წა­გი­გი­ათ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. არ­ჩევ­ნე­ბი თქვენ მა­ნამ­დე წა­ა­გეთ და ახლა გე­ტყვით რა­ტომ: პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ წა­ა­გეთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თვე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ვხვდე­ბო­დით ამომ­რჩევ­ლებს. დღე­ში მი­ნი­მუმ 3 შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბო­და, იყო დღე­ე­ბი, როცა 7 შეხ­ვედ­რა­საც ვმარ­თავ­დით და ვუხ­სნი­დით ამომ­რჩე­ველს, რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, რა გზით უნდა გვევ­ლო, რა იყო პრი­ო­რი­ტე­ტი. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის არ­ცერ­თი ლი­დე­რი და არც მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ შეგ­ვხვედ­რია. მათ არ უწარ­მო­ე­ბი­ათ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. მე­ტიც, ოფი­სე­ბიც კი არ გა­უხ­სნი­ათ.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი იყა­ვით იმის იმე­დად, რომ გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი და მე­სი­ჯე­ბი მო­ახ­დენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბას. ფიქ­რობ­დით, რომ მხო­ლოდ ამის ხარ­ჯზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და. მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბრძე­ნია, კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ვი­თა­რე­ბა, გა­ერ­კვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუ რა ხდე­ბო­და და მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ჩვენს ამომ­რჩე­ველს, იმ მი­ლი­ონ ორა­სი ათას ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სწორ მხა­რეს დად­გა და მოგ­ვცა კი­დევ ერთხელ მან­და­ტი იმის­თვის, რომ 4 წელი ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ვუ­ძღვეთ.

კი­დევ რა­ტომ წა­ა­გეთ არ­ჩევ­ნე­ბი ამა­საც გე­ტყვით – ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დაპ­რინ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით დარ­ბოდ­ნენ, რო­გორ შეკ­რი­ბეს ახალ­გაზ­რდო­ბა გმირ­თა მო­ე­დან­ზე და და­ა­დე­ბი­ნეს ფიცი, რა დრო­საც ილი­ას მო­წო­დე­ბი­დან ამო­ი­ღეს სი­ტყვა “სარ­წმუ­ნო­ე­ბა”.

ზუს­ტად ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ! ისიც ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ვაჟა-ფშა­ვე­ლას დაპ­რინ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით რომ დარ­ბო­დით და მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­დი­ნა, თქვენ მას ტაში და­უ­კა­რით და თა­ნა­მებ­რძო­ლად გა­ი­ხა­დეთ იგი. ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ!

გვახ­სოვს უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მი­ტინგზე გა­მო­იყ­ვა­ნეთ ქაშ­ვე­თის წინ და ამ ადა­მი­ან­მა ჩვენს მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა – თქვა ეს არის სიბ­ნე­ლეო. თქვენ მას ტაში და­უ­კა­რით, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეთ და თა­ნა­მებ­რძო­ლად გა­ი­ხა­დეთ. თქვე კაი ადა­მი­ა­ნე­ბო, შე­იძ­ლე­ბა ღმერ­თის არ გწამ­დეთ, მაგ­რამ ქაშ­ვე­თის წინ რომ დგა­ხარ, ის­ტო­რია ხომ მა­ინც იცი? დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე რომ მო­იყ­ვა­ნა, ეს სა­ქარ­თვე­ლო და ამა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი როლი რომ ჩვენს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნო­ბას მი­უ­ძღვის, ხომ კარ­გად იცით? ზუს­ტად ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ!

ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­როვ­და და ეს ენერ­გია, რო­მელ­საც ახლა ხარ­ჯავთ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­გე­მარ­თათ სწო­რად, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­გე­ღოთ, ამ დღე­ში არ იქ­ნე­ბო­დით. თუნ­დაც ის არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შტა­ტებ­ში რომ მი­იწ­ვი­ეს სტუმ­რად და შემ­დეგ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მეს, ეს რომ გა­გი­ხარ­დათ ის არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი და რო­გორც არ უნდა იყოს, ქვეყ­ნის გა­რეთ ჩვე­ნი პრე­მი­ე­რი ჩვენს სა­ხეს წარ­მო­ად­გენს. თუ ასე გა­წუ­ხეთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ბრაზ­დე­ბით ამა­ზე, ჩვე­ნი შიდა აგენ­ტუ­რა რომ დაფ­რი­ნავს ქვეყ­ნის გა­რეთ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ამა­ზე რა­ტომ არ ბრაზ­დე­ბით? იმა­ზე რომ ფიქ­რო­ბენ, რო­გორ­მე შე­ა­ჩე­რონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, ამა­ზე რა­ტომ არ ბრაზ­დე­ბით?

სწო­რედ ამ და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, არას­წორ მხა­რეს დად­გო­მის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენ მოგ­ვცა ხმა და თქვენ პირ­წმინ­დად წა­ა­გეთ ეს არ­ჩევ­ნე­ბი. გულ­სატ­კე­ნი რა­ცაა ისაა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პა­ტა­რაა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს ერ­თმა­ნეთს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. მაგ­რამ დრო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ და დრო აჩ­ვე­ნებს სი­მარ­თლეს. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს”, – ნათ­ქვა­მია და­ვით კა­ჭა­რა­ვას მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რომ გეუბნება მოდი და “ოცნების” წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ მერე იქ მყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ხელისუფლების ამ წარმომადგენელს” – შალვა პაპუაშვილი
  • თმის გადანერგვა — რჩევები პროცედურის შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
  • 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქმარი და მამამთილი სასამრთლომ პატიმრობაში გაუშვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge