რუსეთიდან ესპანეთში ექსტრადირების შემდეგ გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი Soto del Real-ის ციხეში შეასახლეს.
ესპანური მხარე მას ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავება. მასზე ესპანეთს საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
ადვოკატები ტარიელ ონიანისთვის შინაპატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ, სენსორული მეთვალყურეობის დაწესებით, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ქართველ „კანონიერ ქურდს“ პატიმრობა შეუფარდა.
ასე გამოიყურება მადრიდში მდებარე ციხე, სადაც ტარიელ ონიანი ჰყავთ შესახლებული.