Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია…”-გიორგი კვირიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

November 30, 2024
“როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია…”-გიორგი კვირიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

“როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი.”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერს.

“როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვისაც რითი შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას სამი ადრესატი ყავს, მინდა მივმართო მათ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს:
1. ხელისუფლებას:
სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცავთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.
შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.
გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი – რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.
2. მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში (მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი მაქვს):
სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას – მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში. ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.
3. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:
შეწყვიტეთ საუბარი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, დაელოდეთ ეუთო ოდირის და სხვა მაღალრეპუტაციული საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებას, პატივი ეცით მათ და ამის შემდგომ გააკეთეთ შეფასებები. ხელი შეუწყეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.
დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე.”- ვკითხულობთ კვირიკაშვილის მიმართვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • “ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს” – თინა ბოკუჩავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge