ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში მამას, ანზორ მელიას დაბადების დღეს ულოცავს.
“დღეს 74 წელი შეუსრულდა, აქედან 49 წელია რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მთელი ეს წლები თავდაუზოგავად ემსახურება ხალხს. თავის თავისთვის, ჩვენთვის – ოჯახისთვის ნაკლებად ეცალა, სულ პაციენტებთან, სულ კლინიკაში იყო, პაციენტების ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხოვრობს.
იშვიათად, ისიც გვიან ღამით ვხედავდი სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უამრავ რამეს ვსწავლობდი მისგან – უშუალოდ მისი ძალისხმევით, ან მის გარეშე – უბრალოდ მისი შემყურე – მის მაგალითზე.
მისგან ვისწავლე, როგორ უნდა იყო პრინციპული, როგორ უნდა იყო მოტივირებული არამოტივირებულ გარემოშიც კი და როგორ უნდა გჯეროდეს წარმატების მაშინაც კი, როცა ამის შენს გვერდით ბევრს არ სჯერა!”, – წერს მელია.