მესამე დღეა 86 წლის ზურაბ (ჟორა) პაპუაშვილს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან, სოფელ ქვემო მაჩხაანიდან 25 ნოემბერს 12:00 საათისთვის გავიდა და აღარ დაბრუნებულა. 86 წლის კაცს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბოლოს წნორში შენიშნეს. დაკარგულს სახლიდან გასვლისას ლურჯი ფერის მოსაცმელი ელვა შესაკრავით და შავი სპორტული შარვალი ეცვა. ინფორმირებულია პოლიციაც.
ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 597098182