Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილი ოჯახი, სამი შვილი და ფეხბურთელის კარიერა – მიხეილ ყაველაშვილის უცნობი ამბები

November 27, 2024
ცნობილი ოჯახი, სამი შვილი და ფეხბურთელის კარიერა – მიხეილ ყაველაშვილის უცნობი ამბები

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

მიხეილ ყაველაშვილი ბოლო წლებში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, კერძოდ:
2016-2024 წლებში იყო საქართველოს IX და X მოწვევის პარლამენტის წევრი;
2024 წლის 25 ნოემბრიდან კი არის საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მიხეილ ყაველაშვილის სპორტული კარიერა
მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს დაიბადა. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო – ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია.
53 წლის პოლიტიკოსი ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ოცნებობდა და ამ ოცნების ასრულება შეძლო:
1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი;
1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი;
1997–1999 წლებში „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი;
1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი;
2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი;
2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი;
2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
2005–2006 წლებში „გაზელი“, ფეხბურთელი;
2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საფეხბურთო ექსპერტი;
2009 წლიდან FiFPro, დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი;
2006 წელს მოიპოვა შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია;
2009 წლიდან საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი; „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფეხბურთო ექსპერტი და არაერთი პუბლიკაციის ავტორი;
2014 წელს შეიმუშავა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია „ტალანტების ფაბრიკა“;
2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.


მიხეილ ყაველაშვილის პოლიტიკური საქმიანობა

2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის სანზონის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2020 წლიდან იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. მიხეილ ყაველაშვილი გახდა საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, ახლა კი საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატადაა წარდგენილი.

მიხეილ ყაველაშვილის განათლება
„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, – ამბობდა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილი, როცა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, რადგან მას არ გააჩნდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.
მიხეილ ყაველაშვილის ოჯახი
მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი და სამი შვილი – მარიამი, გურამი და ელისაბედი ჰყავს. თამარ ბაგრატიონი ცნობილი ქართველი მომღერლის, ლიზა ბაგრატიონის დაა.
თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, გიორგი ივანიშვილი ჰყავს, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ადამიანები უშვებენ გარკვეულ შეცდომებს ცხოვრებაში, მთავარია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლუკა ძაძამიამ გაიაზრა თავისი შეცდომა” – ნოდარ ბოკერია ლუკა ძაძამიაზე საუბრობს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის – იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია” – მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია Eagle Hills-ის პროექტზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge