ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2024 წლის ზამთარი ურთიერთობების თვალსაზრისით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს და სხვადასხვა სირთულესთან გამკლავება მოუწიოთ:
სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, დეკემბერში სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდნენ. ახალი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება, რამაც შესაძლოა, წარსულის ურთიერთობაც გააქტიუროს და უკვე არსებულ ურთიერთობაში პრობლემებიც შექმნას. შესაძლოა, გადაწყვიტოთ, რამდენიმე კომუნიკაციაში ერთდროულად ჩაერთოთ. თვითშეფასება განსაკუთრებით გაგეზრდებათ და იფიქრებთ, რომ ყველაფერს, რასაც წამოიწყებთ, თქვენთვის სასარგებლოდ დაასრულებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით. დაიმახსოვრეთ, ასეთი სცენარი თითქმის არასდროს იწვევს კარგ შედეგს.
მორიელი
ასტროლოგები მორიელებს მანიპულაციის რისკის შესახებ აფრთხილებენ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, დეკემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელიც განსაკუთრებით მოგხიბლავთ და ნახავთ, რომ ყველაფერი, ერთი შეხედვით, იდეალურადაა. რეტროგრადული მერკური, ასევე, თქვენს ნიშანში პლანეტა ვენერა მოგცემენ ბიძგს, რომ ახალი ურთიერთობა წამოიწყოთ. თუმცა, არსებობს რისკი, რომ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ, “იდეალურმა ადამიანმა” მოგატყუოთ და ტრავმირებული დარჩეთ. ამიტომ, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
მშვილდოსანი
2 დეკემბერს მთვარე თქვენს ნიშანში გადავა და ის გავლებას მოახდენს როგორც ფინანსებზე, ასევე სასიყვარულო ურთიერთობებზე. თავს ლაღად, ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა როგორც ასტროლოგები ამბობენ, დეკემბერი ახალი ურთიერთობის დასაწყებად იდეალური თვე არ არის. შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, თუმცა მომდევნო თვეების განმავლობაში მისგან ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივა ვეღარ დაინახოთ და გულგატეხილი დარჩეთ.
თევზები
დეკემბერში მოგიწევთ, ყველა ილუზია, რაც თქვენს პირად ურთიერთობებთან გაქვთ, საბოლოოდ დაამსხვრიოთ და სიტუაცია რეალისტურად შეაფასოთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ის, ვინც მოგწონთ, უკვე ურთიერთობაშია. ემოციურად ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ რაც უფრო ადრე დაემშვიდობებით ფუჭ ილუზიებსა და ოცნებებს, სწორად შეაფასებთ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩენის რისკს, მით უფრო მალე შეძლებთ სამომავლო გეგმებზე ფოკუსირებას და სწორი ადამიანის ძიებას.